თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,რომ უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა. 

 
მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76 პროცენტია, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.  
 
„ჩემი პირადი შეხედულებით, ჩვენ გარკვეულწილად პიკში ვართ ახლა. შეიძლება, ეს პიკი გაგრძელდეს ორი-სამი კვირის განმავლობაში. არ მგონია, რომ ამ პიკში გვქონდეს და არც გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიც გვქონდა ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში ანუ ოთხი-ხუთი ათასი შემთხვევა დღეში და ზოგჯერ მეტი. ახლა მე ვფიქრობ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვმა უნდა იმერყეოს 1 000-2 000-ის ფარგლებში, სადაც ვართ ახლა. 
 
პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76% გვაქვს, რაც არ არის ცუდი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ავალთ 90-95%-ზე. სამწუხაროდ, არ არის შემცირებული მობილობა, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეებია და გარკვეული შეზღუდვები დღესასწაულებზე გვქონდა. ასე რომ, დანის პირზე გავდივართ ახლა, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება. ამისთვის აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ სერიოზულია ეპიდსიტუაცია და უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მეტად დავაჩქაროთ ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში. 
 
 წყარო : პირველი არხი 
1541