უკრაინის პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ჩეხეთს. მან ამის შესახებ "ტვიტერის" სოციალურ ქსელში დაწერა.
"მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე საქართველოს პრეზიდენტს - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს. ვისაუბრეთ კონკრეტულ დახმარებაზე.
მადლობა ჩვენს მეგობრებს საქართველოს და ჩეხეთს მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ