უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განაცხადებით, ვოლნოვახა, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს, მისი ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ომამდე ვოლნოვახის რაიონში 100 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ევაკუირებულია. ქალაქის ინფრასტრუქტურა განადგურებულია", - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ვოლნოვახა დონეცკის მიმართულებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.