global distribution
გარე ავეჯი
ვლადიმირ ჟირინოვსკი მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს. უკვე გონზეა და თანაშემწეებისგან დოკუმენტებსაც იღებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება. 
 
წყაროს ცნობით, მედიკამენტოზური კომა ორგანიზმის ძალების შესანარჩუნებლად პერიოდულად გამოიყენებოდა.
 
9 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა კოვიდ-დიაგნოზის გამო. სამინისტროს ცნობით, ის საავადმყოფოში 2 თებერვალს გადაიყვანეს. პერიოდულად რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
1299