
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,ს მიხეილ სააკაშვილის პრიადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მონახულების ნებართვას ითხოვს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
“პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლოჯერ ვანხე გუშინ, იყო საკმაოდ სუსტად. დღეს დილას ამიტომ ჩავატარეთ კონსილიუმი. მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ავადმყოფის გარეშე ჩავატარეთ. რამდენიმე საათი ვიყავით იქ, თუმცა მიშა არ გვინახავს.
ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან ძალიან ვეღალვ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხე ვუსვამ ხაზს, რომ გუშინ და დღეს მისი მდგოამრეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ ჩემი აზრით, მისი ნახვა აუცილებელია დღეს ჩემს მიერ და ასევე ჩემი კოლეგების მიერ”, – განმარტა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) დღეს, 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.
მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.
თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამებოდა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც.