თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინსა და პროექტირებაზე შპს "ხმალაძე არქიტექტორები" იმუშავებს. ინფორმაციისთვის, შესაბამისი კონკურსი გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 13-მა პრეტენდენტმა მიიღო, რომელშიც, საბოლოოდ კი არქიტექტორ გიორგი ხმალაძის კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 296 000 ლარად შეასრულებს, მისივე დაპროექტებულია „მეამას“ ოფისი, ასევე, Alliance Highline, Bioli Villas და ბათუმის McDonald’s-ი. შემსყიდველი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა.
"ხმალაძე არქიტექტორების" საპროექტო წინადადების მიხედვით, თელავის აეროპორტის დიზაინი ასე გამოიყურება: