თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სულ 2020 წლის სექტემბრიდან დღემდე ზედამხედ ველობა დამყარდა 110 ზე მეტ  რეინფექციის საეჭვო შემთხვევაზე. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
მისივე განმარტებით,110 საეჭვო შემთხვევიდან სრული ლაბორატორიული კვლევა ორივე ნიმუშზე (სექვენირების ჩათვლით) შესაძლებელი გახდა 14 შემთხვევაზე. 
 
“კლასიფიკაცია შემდეგნაირია: დადასტურებული პერსისტირება/ რეაქტივაცია - 2 ადამიანი;
დადასტურებული რეინფექცია - 5  პირი;
კვლევაშია - 28 შემთხვევა;
საეჭვო რეინფექციად რჩება 24 , 
უკუგდებული - 55.
ლაბორატორიულად დადასტურებული რეინფექციის 5 შემთხვევიდან, დადასტურებებს შორის საშუალოდ გასული არის 75 დღე, საშუალო ასაკი 45 წელი, დადასტურებულთა ორივე ეპიზოდი კლინიკურად მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის იყო, არცერთს დასჭირდა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი და ფილტვის ხელოვნური ვინტილაცია.”- განაცხადა პაატა იმნაძემ.
 
 
 
1870