თუ იაფ სტამბოლი
ავერსი საქკაბელი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ახალი მუტირებული შტამი დაფიქსირდა.
 
როგორც  საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გიორგი ფხაკაძემ განუცხადა, ეს ვირუსის ფრანგული ვარიანტი  - (VOC 20I/484Q)  ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს ჩრდილოეთ საფრანგეთში.
 
“დეკემბრიდან ხდებოდა დაკვირვება, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, რადგან არც იყო საგანგაშო. შემდეგ, მარტის თვეში ამ ვირუსზე წამოვიდა ინფორმაციები, ატყდა განგაში იმიტომ, რომ ვირუსს PCR ტესტი ვერ ადგენდა, ანუ ადამიანს ქონდა ვირუსი და ტესტი გეუბნებოდა რომ უარყოფითია. აქ უკვე ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი, რომ რაღაც უნდა ეღონათ. თუმცა მაშინაც არ გავრცელებულა ამის შესახებ ინფორმაცია. ახლა თქვენ იცით, რომ საფრანგეთი ერთი კვირაა გაიხსნა, ამან შეუწყო ხელი გავრცელებას და ქალაქი ბორდოში და პარიზის ჩრდილოეთ უბნებში მოხდა აფეთქება, გუშინ უკვე ამის შესახებ გამოცხადდა საჯაროდ”, - განაცხადა ფხაკაძემ. 
 
მისივე თქმით, ვირუსის ფრანგული ვარიანტი ბრიტანულის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს. 
 
“რაც შეეხება სიკვდილიანობას, ამ კუთხით ჯერ არ ვიცით როგორია. არც ის არის ცნობილი არსებული ვაქცინები რამდენად ეფექტურია ვირუსის ამ ვარიანტისთვის. აღმოჩნდა, რომ ამ მუტაციაში არის ნასახები სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიური ვირუსის. სიტუაცია ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა და იმ ადგილებში, სადაც მოხდა ეს აფეთქება მოსახლეობას შესთავაზეს მასიური ვაქცინაცია და ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ეს ვაქცინები - “მოდერნა” და “ფაიზერი” როგორც “ბრიტანულ შტამზე”, ასევე ფრანგულ შტამზეც იმოქმედებს. სხვა, უფრო მეტი ინფორმაცია ამ ვირუსზე ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დაახლოებით ერთ თვეში ალბათ მეტის თქმას შევძლებთ”, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
 
 
 
2557