დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში იყო.
"ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა იყო მოლებში და სკოლებში, შედარებით ნაკლები მაჩვენებელი იყო ბაზრობებზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, ყოველთვის რელიგიის მსახურებში იყო", - აცხადებს ამირან გმყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია.
„ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის რომ, ამ ეტაპზე, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია. ეს არის ორი მთვარი შეზღუდვა - ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრების პრევენცია. ამაზე მაქსიმალური ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, ასევე მნიშვნელოვანია პირბადის მაქსიმალური ტარება. თუ ჩვენ ინფიცირებულების რაღაც ზღვრამდე ავალთ, შემდეგ უკვე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი არის 50%-ზე. სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. თუ ჩვენ გადავიტანდით ინფექციას და გარანტირებული ვიყავით, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა არ არის ასე. იმის გამო, რომ არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.