აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ უაითვუდში წყალდიდობის ფონზე 44 ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სტიქია რეგიონს შტორმისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, ოთხშაბათს დაატყდა თავს.
ამ ეტაპზე აღნიშნული პირები დაკარგულად არ მიიჩნევიან, თუმცა ახლობლები მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
წყალმა დასახლებაში 100-ზე მეტი სახლი დააზიანა. მეწყრულმა პროცესებმა რამდენიმე საავტომობილო გზა და ხიდი წალეკა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟების 18 ერთეული მუშაობს.