საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს ეთანხმება.
კულუმბეგოვი წერდა: გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?“ პასუხი მოკლე და ლაკონიურია - თუ გადარჩი, კი”. ფხაკაძე ამ მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ ვინც კოვიდი გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი აქვთ.
ეს არის ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი:
„გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?“ პასუხი მოკლე და ლაკონიურია - თუ გადარჩი, კი”
რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 - ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს), ამიტომ
დღეს რაც მყარად ვიცით, ისაა, რომ ვინც კოვიდი გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ.
ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული.
მე, გიორგი ფხაკაძე სრულიად ვეთანხმები:
დღეს გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე, ეფექტური ვაქცინაცია“,- წერს ფხაკაძე.