ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი შუა ხნის ქალია. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.