"დაახლოებით შუაღამისას გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების S-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემამ მტრის ორი საფრენი აპარატი – ვერტმფრენი და მოიერიშე "სუ-25" ჩამოაგდო," – ციტირებს საჰაერო სარდლობის ცნობებს "უნიანი".
მანამდე, ვინიცას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული "სუ-25" კალინოვკას მახლობლად ჩამოაგდეს.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში მტრის სადესანტო "ილ-76" ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო.
"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვასილკოვის რაიონში ჩამოაგდეს "ილ-76", რომელშიც იყო მტრის დესანტი. ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის. სიკვდილი მტრებს," – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ შუაღამით უკრაინულმა გამანადგურებელმა "სუ-27"-მა წარმატებით ჩამოაგდო მტრის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი "ილ-76". არსებული ცნობებით, ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც ოკუპანტები საჰაერო ძალების დაშვებას ცდილობენ.