თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, IT -სპეციალისტები ამბობენ, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია და აღარ განმეორდება.
 
"სინოფარმის მეორე დოზაზე დარეგისტრირდა სულ მცირე 9 000 ადამიანი. ასევე აქტიური იყო რეგისტრაცია "ასტრაზენეკაზე", რადგან ვაქცინაციის ასაკმა დაიკლო 45 წლამდე, ხოლო "ფაიზერის" მეორე დოზაზე ყველა დარეგისტრირებულია.
 
ერთ-ერთი ვერსიაა, რომ როცა გაიხსნა რეგისტრაცია "სინოფარმის" მეორე დოზაზე და დაიწია "ასტრაზენეკას" ასაკმა, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები გვეუბნებიან, 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა იყო, სწორედ ამას ვერ გაუძლო სისტემამ და მოხდა ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც დრო დასჭირდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
 
აღსანიშნავია, რომ 12 მაისს, 20:00 საათიდან მოქალაქეები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "სინოფარმის" მეორე დოზაზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა პორტალი გადაიტვირთა და დარეგისტრირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მოქალაქეებმა "სინოფარმის" მეორე დოზაზე დარეგისტრირება 13 მაისის დილიდან შეძლეს.
1131