აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, მაგრამ პასუხი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.
Associated Press-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არსებობს თუ არა დაზვერვის მონაცემები, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში და რა იქნება დასავლეთის რეაქცია თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას არ შეეძლო ინფორმაციის მიწოდება დაზვერვის შესახებ, მაგრამ ქიმიური იარაღის საკითხზე განაცხადა: "ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ამ იარაღის გამოყენების ფორმაზე".