საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.
მისალოცი ტექსტი, რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
"მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!
ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო!
ქრისტესმიერი სიყვარულით" - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.