უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.