global distribution
გარე ავეჯი
როგორც ნამახვანჰესის წინააღმდეგ , რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც კომპანია “ენკასთან“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
 
„უნდა მოხდეს აღიარება, რომ დასასჯელი არიან მთელი რიგი პერსონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება, თუნდაც ვიცით, რომ ბატონი გახარაის ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა სრულიად დაუსაბუთებლად. ამიტომ, ხშირად აპელირებენ, თქოს რაღაც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ამიტომ ვაყენებთ თუნდაც მისი პასუხისმგებლობის საკითხს. არა მეგობრებო, ასე არ არის. ვინც კი დამნაშავეს, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, მან ამ ნიშნით უნდა აგოს სწორედ პასუხი. ამიტომ ვერ შევიკავებთ თავს, თუ დღეს ვინმეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში. ბოდიში მასთან, თუ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი და არ ვთქვათ, რომ ხელი არ შეეშალოს თავისი პარტიული მიზნების განხორციელებაში. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ მოსაზებას, რომ ჩვენ ამ პროცესს ხელს ვუშლით. პირიქით, წინგადაგმული ნაბიჯია, როცა იქნება იმის პრეცედენტი, რომ ამ ქვეყანაში დამნაშავეები ბოლოს და ბოლოდ დაისჯებიან“,-განაცხადა გოლეთიანმა.
1205