global distribution
გარე ავეჯი
უკვე ერთი საათზე მეთია რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.  აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის  წინ პროტესტანტებს სიტყვით მიმართა და მთავარი მოთხოვნებიც გააჟღერა. 
 
"კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ხელშეკრულება "ენკასთან", მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ და სამშენებლო ნებართვა. ასევე, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და უნდა აღიძრას საქმე არა მარტო ნათია თურნავაზე არამედ ყველა იმ პირზე ვინც ხელს აწერს დოკუმენთს. " - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 
 
აქციას სხვადასხვა ჯგუფი და რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები უერთდებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
2238