უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
”ვასილიევკასთან (ზაპოროჟიეს ოლქი) რუსების ტექნიკა, რომელიც მათ დააგროვეს მელიტოპოლის მახლობლად (დაახლოებით 200 მანქანა), მთლიანად გაანადგურა ჩვენმა არტილერიამ”, - წერს ანტონ გერაშენკო Telegram-ში.
რუსული ძალების ტექნიკის განადგურების შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმიც ავრცელებს.
"200 ერთეული ტექნიკა მელიტოპოლში - ეს საუკეთესო საჩუქარია! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - წერს ვიტალი კიმი.