პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინასთან ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
"მე უკრაინულ მხარეს საჯაროდაც მადლობას ვუხდი, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს, თუნდაც მეგის ქარდავას ექსტრადაციის საქმე, ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მე მგონი მიუთითებს იმაზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი ეს ფორმალური ხასიათის განცხადებები ჩვენ გვესმის.
პროცესი, რა თქმა უნდა, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე, ღია და არავითარ კითხვას არ დავტოვებთ პასუხგაუცემელს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.