ამერიკული მედია აშშ-ის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ტექნიკა „სასროლ პოზიცებზე“ გადაიტანა.
cbs წერს, რომ რუსი სამხედრეობის რამდენიმე დანაყოფმა პირვანდელი განლაგების ადგილი დატოვა და „სასროლ პოზიციებზე“ გადავიდა, რაზეც სატელლიტური ფოტოები მეტყველებს. ტექნიკას შორის, რომელსაც ადგილმდებარეობა შეუცვალეს, არის სარაკეტო სისტემები და არტილერია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მათი წყაროს თქმით, აშშ-ში ფიქრობენ, რუსეთი უკრაინას თავს კვირის ბოლოს დაესხმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში მდებარე საელჩოს დროებით ხურავს და დიპლომატების მცირე შემადგენლობა, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყანაში რჩება, ლვოვში გადაჰყავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტმა ბაიდენამა გააკეთა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. ზელენსკის თქმით, თავდასხვმას 16 თებერვალს ელოდებიან.
netgazeti.ge