
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამ დროისთვის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანის №18 პენიტენციურ სამედეცინო დაწესებულებაში გადაყვანით და ამის შესახებ უკრაინული მხარისთვის ინფორმაციის არ მიწოდებით.
"მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გადაუდებლად გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო შესაძლებლობით, მიაწოდოს გადაუდებელი და სანდო სამედიცინო დახმარება", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.