უკრაინის უმაღლესმა რადამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დაბომბილი ქალაქების ფოტო და ოკუპანტებს შეჩერებისკენ მოუწოდა.
„დანგრეული მარიუპოლი... რუსული ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას. მარიუპოლის დაღუპული მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი დათვლა ამჟამად შეუძლებელია. გაჩერდით, ჯალათებო!“ - წერია უკრაინის უმაღლესი რადას „ფეისბუქის“ გვერდზე.
უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკრაინულის გარდა, რამდენიმე ევროპულ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად დაწერა, რომ უკრაინის თავზე ცის დაკეტვა არის ევროპის დაცვაც.
ფეისბუქპოსტში რადა უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემასაც მოითხოვს.