საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს რომ ისეთს არაფერს გააკეთებს რაც საქართველოს ავნებს.
"დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. და ისიც ვთქვა, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი.
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.
მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესებით ვიხელმძღვანელე, მიუხედავად ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და სპეკულირებენ. " - განაცხადა პრემიერმა.