jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგი განიცადეს, განადგურებულია ათასზე მეტი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
 
„რუსეთს არასოდეს გადაუტანია სამხედრო პერსონალის ამდენი დანაკარგი საომარი მოქმედებების ასეთი პერიოდის განმავლობაში, მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, არცერთ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც მან დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ხაზს და დაიცავენ თავიანთ მიწას ოკუპანტისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
 
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად ბრძოლები მელიტოპოლის, მარიუპოლის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში მიმდინარეობს.
 
 
 
638